The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ბაღაშვილი

გია ბაღაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბაღაშვილი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:არტისტი, მეცნიერი, მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1994 წელს(მუსმცოდნეობა, ფოლკლორის განხრით).

1990 წელს დააარსა ფოლკლორული ჯგუფი "მიმინო"; 1995 წლიდან ეწევა სამეცნიერო საქმიანობას, პარალელურად 1995-2005წწ. იყო შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისის" მუსიკალური ხელმძღვანელი, 2005 წლიდან გენერალური დირექტორი; 2006 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი "ქუჩის მუსიკოსები"; 2001-2006წწ. ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ე. თაყაიშვილის სახელობის თბილსისი კულტურის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი(მუსიკალური ფოლკლორი), პროფესორი; მისი თაოსნობით ჩატარებულია მრავალი შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, ბენეფისი, სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი; ავტორია ორი საავტორო ტელეპროექტის ხალხური მუსიკის შესახებ: "შემოძახილი", "საახალწლო"; გასტროლებით შემოიარა: აშშ, გერმანია, იტალია, მალტა ჯგუფ "მიმინოსთან " ერთად; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის სათავეებთან", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, "მეგრული სიმღერების პოპურის" შექმნისათვის

გააზიარე: