შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ბეჟუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს (ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს. 1974 წლიდან იყო საოპერო სტუდიის სოლისტი (ტენორი); 1975 წლიდან თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი), პარალელურად 1976 წლიდან თბილისის ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი, 1977 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 2009 წლიდან პროფესორი, ემერიტუსი; მისი მოწაფეები არიან: ნ. გამგებელი, ბ. მაისურაძე, გ. მახარაძე, შ. მაჭარაშვილი, ხ. მიქაბერიძე, თ. ჯავახიშვილი (ივერი), ს. ჯიქია; მის რეპერტუარში იყო: საოპერო სტუდიის სცენაზე: ფაუსტი(გუნო "ფაუსტი"), ნემორინო (დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი"), ალფრედი (ვერდი "ტრავიატა"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 75 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |