Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური პრუსეცკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კიროვობადი(ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943-1947წწ. იყო სამხედრო ექიმი; 1948 წელს სტალინგრადის სანიტარული ინსტრუქტორი; 1948-1958წწ. ექიმი-ბალნეოლოგი; 1958-1961წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1960-1964წწ. წყალტუბოს სანატორიუმ "ცენტროსოიუზის" მთავარი ექიმის მოადგილე; 1964-1969წწ. მთავარი ექიმი, 1969 წლიდან კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე ფიზიო-ბალნეოფაქტორების ზეგავლენის პრობლემებზე. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ნაშრომების შესრულებას. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ფუნქციური დიაგნოსტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Влияние Цхалтубских ванн на газообмен животных(собак) в норме и патологии в экспериментальном неврозе", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.235 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |