The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა ჟღენტი

დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1965 წელს იყო კურორტ "მეტალურგის" ექიმი-ორდინატორი; 1966-1968წწ. მუშაობდა ციტოლოგიის ლაბორატორიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. ამ წლებში შესრულებული კვლევითი ნაშრომებისათვის კარდიომიოციტების რაოდენობრივი ციტოქიმიის დარგში მიიღო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. დადგენილი აქვს ტაქსონომიური ცვალებადობა და პათოლოგიური პროცესის მოდელირებისათვის ოპტიმალური ობიექტის შერჩევა. ექსპერიმენტული პათოლოგიის მოდელებზე, ინტოქსიკაციისა და დაბერების პირობებში გამოავლინა ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მორფოლოგიური და მორფომერტიული თავისებურებანი და ცვლილებები. დადგენილი აქვს ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები: ალტერაციის, მეტაპლაზის, დისპლაზიის და ნეოპლაზიის. თბილისისა და მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრებში გაიარა ციტოლოგიური კლინიკური დიაგნოსტიკის კურსები, აწარმოებს პრაქტიკულ დიაგნოსტიკას ქირურგიის ინსტიტუტში. 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა ციტოლოგიური დიაგნოსტიკის ჯგუფს, რომელიც შედის პათომორფოლოგიის ლაბორატორიის შემადგენლობაში. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ციტოლოგიას, ჰისტოლოგიის ულტრასტრუქტურას. ეკუთვნის ერთი გამოგონება: "ცილის ბიოსინთეზის განსაზღვრის მეთოდი"(საავტორო მოწმობა №602861), ერთი მეთოდური რეკომენდაცია: "ცილის ბიოსინთეზის ინტენსიობის განსაზღვრის რაოდენობრივი ციტოქიმიური მეთოდი ცილის მასინთერიზებელი რიბოსომების პარამეტრებით"(თბილისი, 1979). ატარებდა ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს პათოლოგიური პათოლოგიური ანატომიის  დარგში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და ზ. კახიანის აკადემიის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მორფოლოგიურ-ციტოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის და ზოგიერთი ექსპერიმენტული ცხოველის კარდიომიოციტების ნუკლეინური მჟავების რაოდენობრივი ციტოქიმიური დახასიათება", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში  : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.237


გააზიარე: