| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერასიმე ცაგარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში, ხონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1893 წელს დაასრულა. იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით. 1894 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთისის სათავადაზნაურო სასწავლებელში. აქ იგი წარმატებით ასწავლიდა რუსულსა და ლათინურ ენებს, ისტორიას, გეოგრაფიასა და არითმეტიკას. 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა, გიმნაზია მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს იგი რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. სილოვან ხუნდაძესთან ერთად იგი გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთბამდე. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი ემსახურა საბჭოთა სკოლას და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მშნებლობაში. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.243-247 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

