Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ დონაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი. მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებული კახელი აზნაურის ი. დონაურის ვაჟი; ახალგაზრდობისას განაწესეს სამხედრო სამსახურში, 1780 წელს კი სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანეს; იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას; 1797 წელს დაინიშნა საიმპერატორო კაბინეტის მმართველად; იმავე წელს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 წელს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება და სენატორობა; პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა; მალე იგი ყველა პოსტიდან დაითხოვეს; 1801 წელს ალექსანდრე I-მა კვლავ აღადგინა სამსახურში და სენატის III დეპარტამენტში სენატორად დანიშნა; რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გენარალ-მაიორი (1796). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480; events.mematiane.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |