Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს (ჰობოი). პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში", რომელიც დაამთავრა 1958 წელს (ჰობოი), ამავე წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჰობოისტი, კონცერტმაისტერი; 1975 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1992 წლიდან პროფესორი, 1990-2014წწ. ჩასაბერ საკრავთა კათედრის გამგე, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან; მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში; გასტროლებით მოგზაურობდა: სსრკ, ავსტრია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად; ჰყავდა ლაურეტი მოწაფეები: გ. ქობულაშვილი, დ. ჭუმბურიძე, გ. გვანცელაძე, ქ. ტიღაშვილი, ნ. მაჭავარიანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 76; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.76 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |