The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა რუხაძე

Date of birth:16 January, 1925  (100 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1948-1951წწ. მუშაობდა ა. გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში ექიმ-ფსიქიატრად; 1951-1971წწ. რესპუბლიკის ფსიქიატრიულ კლინიკურ საავადმყოფოში. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომისა, მათგან 34 გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში, სამეცნიერო ნაშრომების უმრავლესობა ეხება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქონევროლოგიის აქტუალურ საკითხებს: ეპილეფსიას, ოლიგოფრენიას, ბავშვთა და მოზარდთა ქცევის პათოლოგიას, ნევროზებს, შიზოფრენიას. შესრულებული ნამუშევრები დაკავშირებულია პიროვნების კვლევის საკითხებთან და კლინიკურ-ექსპერიმენტული ხასიათისაა. იყო რესპუბლიკის სხვადასხვა სამკურნალო და მათ შორის ფსიქიატრიული დაწესებულებების კონსულტანტი. 1984-1989წწ. იყო თბილისის ბავშვთა მთავარი ფსიქიატრი. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ეპილეფსიის კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიური თავისებურებანი განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.242

Member of Organizations

  • საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია, წევრი

Share: