Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ბიბილეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი (ქორეოგრაფის სპეციალობით). იყო მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (მხატვრული ხელმძღვანელი მ. ჩხიკვიშვილი, მთავარი ქორეოგრაფი ე. ხაბაძე); 1972-1985წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ცეკვის კომპოზიციის პედაგოგი; 1990-2004წწ. მ. კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი; 1992 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის (ამჟამად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი) საბალეტო დასი, რომელსაც თემურ ბიბილეიშვილი ხელმძღვანელობდა; 2004 წელს მან აჭარაში დააარსა ბავშვთა პირველი სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხორუმი", რომელმაც მრავალი ჯილდო მოიპოვა, 2006 წელს ანსამბლს "სახალხო ანსამბლის" წოდება მიენიჭა; მან აღზარდა მოცეკვავეთა თაობები; მისი ცეკვები საოპერო დადგმებში: ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში განხორციელებული პირველი საოპერო დადგმების ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", რ. ლაღიძე "ლელა"-ს დამდგმელი ქორეოგრაფი; დაჯილდოვებულია 14 ოქროს მედლით, მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი (1980, ბერლინი. 1985, კარლ-ბარქს-სტადტი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.270 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |