Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ დონდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1953-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიულ ინსტიტუტში სწავლულ მდივნად; 1961-1974წწ. იყო ბუნების გარდაქმნის კომპლექსური კვლევის პრობლემათა საქართველოს სექციის სწავლული მდივანი; 1975 წლიდან გარდაცვალებამდე - ქსე-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგე; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; იყო ფართო პროფილის გეოგრაფი; იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა რაიონის გეომორფოლოგიას, შეისწავლა მდინარეების ჯეჯორისა და ღარულის (რიონის მარცხენა შენაკადები) აუზების ძველმყინვარული რელიეფის ფორმები; მისი ავტორობით გამოიცა დაწყებითი კლასების გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოები და სასწალო გეოგრაფიული რუკები; მისი აქტიური მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოიცა "გეოგრაფიის ტერმინოლოგია" (1967); გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში - დაადგინა ენციკლოპედიური ტერმინოლოგია, მოამზადა სხვადასხვა სახის გეოგრაფიული ლექსიკონები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.481 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |