შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ბოლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1981 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს (მუსიკის ისტორია, ხელმძღვანელი ლ. დოლიძე). 1991 წელს დაამთავრა მოსკოვის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა, ხელმძღვანელი მ. არანოვსკი; 1991 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (XX საუკუნის მსოფლიო მუსიკის ისტორია, მუსიკალურ-თეორიული სისტემების ისტორია, XX საუკუნის მუსიკალური სისტემების ისტორია, ბაროკოს ეპოქის მუსიკის ისტორია, ბაროკოს ეპოქის მუსიკის ანალიზი), 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2017 წლიდან პროფესორი; 2004 წელს კომპოზიტორ თეიმურაზ ბაკურაძესთან ერთად, დაარსა ყოველწლიური ფესტივალი "თბილისი, თანამედროვე მუსიკის საღამოები"; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, თეორეტიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სონორული ხერხები და მსხვილი ინსტრუმენტული კომპოზიციის პრობლემები", დიცვა 1994 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. –გვ.79 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |