შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი საათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1975 წლიდან მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქრონიკული კორონალური უკმარისობის განყოფილების ექიმ-კარდიოლოგად, უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა გულის იშემიური დაავადების ჰემოდინამიკურ ასპექტებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ჰემოდინამიკური თავისებურებების გამოვლინება გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პირებში ცენტრალური ჰემოდინამიკის განსაზღვრა ხანგრძლივი მონიტორირებისა და ფიზიკური დატვირთვის ტესტის პირობებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.243 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |