The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი საათაშვილი

დაბადების თარიღი:6 მარტი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქრონიკული კორონალური უკმარისობის განყოფილების ექიმ-კარდიოლოგად, უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა გულის იშემიური დაავადების ჰემოდინამიკურ ასპექტებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ჰემოდინამიკური თავისებურებების გამოვლინება გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პირებში ცენტრალური ჰემოდინამიკის განსაზღვრა ხანგრძლივი მონიტორირებისა და ფიზიკური დატვირთვის ტესტის პირობებში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.243

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: