The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ საყვარელიძე

დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-1986წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი, 1986-1986 წლებში ასისტენტი, 1993 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა თავის ტვინის ტრამვული დაზიანებების, ძილისა და ღვიძილის პათოლოგიების შესახებ. ხელმძღვანელობს კლინიკურ ორდინატორებს. ნევროლოგი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის მდგომარეობა თავის ტვინის შერყევის დროს", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოება , წევრი

გააზიარე: