შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბლიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. ვახტანგ ბლიაძე იყო XX საუკუნის სალამურისა და ფანდურის ცნობილი დამკვრელი და ხალხური საკრვების(ფანდური, ჩონგური, სალამური, ლარჭემი, დუდუკი, ზურნა) ოსტატი; 1966-1967წწ. დაამზადა პატარა ოთხრეგისტრიანი ორგანი(ლ. როინიშვილთან ერთად), ორგანს სამი რეგისტრი ლითონის ჰქონდა, ერთი ხისა; მისივე დამზადებული სამრეგისტრიანი ორგანი ვალეს კათოლიკურ ეკლესიაში დგას; მან შექმნა აგრეთვე ე.წ. "ქართული ორგანის" მაკეტი(ლ. როინიშვილთან ერთად), რომლის დამზადებაც უსახსრობის გამო ვერ მოახერხა; ამავე წლებში ხალხური შემოქმედების სახლთან, ო. კელაპტრიშვილის ინიციატივით, ხალხური საკრავების სახელოსნო-ლაბორატორია დაარსდა, რომელშიც ვახტანგ ბლიაძე ათი წელი მუშაობდა; XVIII-XIX საუკუნეებში ბლიაძეების გვარი განთქმული ყოფილა, როგორც სახელმოხვეჭილი ქართველი მესტვირეების გვარი და ერთ-ერთ ბლიაძეს იმდენად გაუთქვამს სახელი, რომ "ბლიაძე" მესტვირეების სინონიმად ქცეულა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |