The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბლიაძე

დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი.

ვახტანგ ბლიაძე იყო XX საუკუნის სალამურისა და ფანდურის ცნობილი დამკვრელი და ხალხური საკრვების(ფანდური, ჩონგური, სალამური, ლარჭემი, დუდუკი, ზურნა) ოსტატი; 1966-1967წწ. დაამზადა პატარა ოთხრეგისტრიანი ორგანი(ლ. როინიშვილთან ერთად), ორგანს სამი რეგისტრი ლითონის ჰქონდა, ერთი ხისა; მისივე დამზადებული სამრეგისტრიანი ორგანი ვალეს კათოლიკურ ეკლესიაში დგას; მან შექმნა აგრეთვე ე.წ. "ქართული ორგანის" მაკეტი(ლ. როინიშვილთან ერთად), რომლის დამზადებაც უსახსრობის გამო ვერ მოახერხა; ამავე წლებში ხალხური შემოქმედების სახლთან, ო. კელაპტრიშვილის ინიციატივით, ხალხური საკრავების სახელოსნო-ლაბორატორია დაარსდა, რომელშიც ვახტანგ ბლიაძე ათი წელი მუშაობდა; XVIII-XIX საუკუნეებში ბლიაძეების გვარი განთქმული ყოფილა, როგორც სახელმოხვეჭილი ქართველი მესტვირეების გვარი და ერთ-ერთ ბლიაძეს იმდენად გაუთქვამს სახელი, რომ "ბლიაძე" მესტვირეების სინონიმად ქცეულა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 78



გააზიარე: