The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი

რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი
Legal name:რომანოზ ძამსაშვილი
Date of birth:1853
Date of death:8 August, 1885  (at 32 years)
Burial location:თელავი
Category:Ethnologist, Musician, Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1877 წელს და სემინარიის სამმართველოს 1877 წლის გადაწყვეტილებით ჩარიცხულ იქნა სემინარიის აღზრდილთა პირველ თანრიგოსნებში; 1877 წლიდან მუშაობა დაიწყო თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენისა და ქართულ-რუსული გალობის მასწავლებლად; 1883 წელს მაზრის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კახეთი და ქუთისში გადასულიყო, სადაც 1885 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და სიმღერა-გალობის მასწავლებლად სათვადაზნაურო სასწავლებელში; იყო ქართული სიმღერა-გალობის მოყვარული და ქართული გუნდების ლოტბარი; ბეჭდურადაც ემსახურებოდა ქართული მისიკის ზრდასა და განვითარებას; ნოტებზე გადაიღო ილია ჭავჭავაძის "ნანა" და ჟურნალ "ნობათში" გამოაქვეყნა, აგრეთვე 30-მდე ქართული სიმღერა ჰქონდა გადაღებული ნოტებზე, სამწუხაროდ ეს კრებული დაკარგულია და ჯერჯერობით არ არის ნანახი; თარგმნა უფ. როჟნოვის "ნოტების ანბანიც" ქართულად, იგი საქართველოს მუზეუმშია დაცული;  დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მშობლიური ენის შესწავლას; ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდობის მორალურ აღზრდას; თელავის სასულიერო სასწავლებელში მისი ინიციატივით სამუშაო გეგმაში შეიტანეს საქართველო ისტორიის მოკლე კურსი; თითქმის მთელი საქართველო შემოიარა, გაეცნო ძველ ისტორიულ ძეგლებს; 1882 წელს გამოსცა "შემოკლებული საქართველოს ისტორია"; მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საბავშვო მოთხრობა და გეოგრაფიული წერილები კახეთსა და იმერეთზე; აღსანიშნავია, როგორც ეთნოგრაფი, მან თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და დეტალურად აღწერა კახეთის ისტორიული ძგლები, ხალხის ზნე-ჩვეულება; 1876 წლიდან ქართული ჟურნალ-გაზეთების მუდმივი კორესპონდენტი იყო; აქტიურ მონაწილეობას იღებდა საღამო-წარმოდგენებში და როგორც შეეძლო ეხმარებოდა სცენის მოყვარეებს; "დროებასა" და "ივერიაში" განიხილავდა კახეთში ახალი სკოლების გახსნის, სასამართლოს განყოფილების დაარსებისა და კლუბების მოწყობის საკითხებს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.509; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.139

Bibliography


Share: