The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი საყვარელიძე

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე, 1987-1996წწ. იყო კათედრის ასპირანტი, 1987-1996წწ. ასისტენტი, 1997 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეხება მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "B ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობა პლაფერონით". ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი,დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ციკლური ნუკლეოციდებისა და დიაიდების მაჩვენებლების განსაზღვრა სისხლში მწვავე ვირუსული ჰეპატიტების დროს და მათი კლინიკო-პათოგენეზური მნიშვნელობა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: