შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1959 წელს. 1959-1978წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეონატოლოგი, 1967 წლამდე უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის №1 კათედრის ასისტენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ექსუდაციური დიათეზის, ახალშობილთა ასფიქსიის, სამშობიარო ტრამვის, დერმატოგრაფიკის, ნეონატალური ავადობისა და ლეტალობის სტრუქტურების პრობლემებს. ავტორია ერთი მონოგრაფიისა: "ექსუდაციური დიათეზის ადრეული დიაგნოსტიკის საკითხისათვის ახალშობილობის პერიოდში". პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაცის თემა - "ექსუდაციური დიათეზის ადრეული დიაგნოსტიკის საკითხებსათვის ახალშობილობის პერიოდში", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |