The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან საყვარელიძე

Date of birth:20 August, 1935
Date of death:5 January, 2022  (at 86 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1959 წელს.

1959-1978წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს  მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეონატოლოგი, 1967 წლამდე უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის №1 კათედრის ასისტენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ექსუდაციური დიათეზის, ახალშობილთა ასფიქსიის, სამშობიარო ტრამვის, დერმატოგრაფიკის, ნეონატალური ავადობისა და ლეტალობის სტრუქტურების პრობლემებს. ავტორია ერთი მონოგრაფიისა: "ექსუდაციური დიათეზის ადრეული დიაგნოსტიკის საკითხისათვის ახალშობილობის პერიოდში". პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "ექსუდაციური დიათეზის ადრეული დიაგნოსტიკის  საკითხებსათვის ახალშობილობის პერიოდში", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249

Member of Organizations

  • პედიატრთა საზოგადოება, წევრი

Share: