The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შადიმან სახვაძე

შადიმან სახვაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1955
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 2025  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიისა და ს/ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 50 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონებისა და ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სახელმძღვანელოს ავტორი. ფლობდა ტრამვატოლოგ-ორთოპედთა საერთაშორისო ორგანიზაციის (AO-International, შვეიცარია) სერტიფიკატს. ორთოპედ-ტრამვატოლოგი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის ძვლის ყელის ვირუსული დეფორმაციის შორსწასული ფორმების მკურნალობა საკორექციო-დამაგრძელებელი ოსტეოტომიებით", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249; primetime.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • AOOA საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ევროპის ტრავმისა და ემერჯენს ქირურგიის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ტრამვატოლოგ-ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ტრავმატოლოგია და ორთოპედია : სახელმძღვანელო სტუდენტებისა, ტრავმატოლოგების, ორთოპედებისა და ზოგადი პროფილის ქირურგებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, 2001. - 496გვ.

გააზიარე: