The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შადიმან სახვაძე

Date of birth:23 March, 1955  (70 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიისა და ს/ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონებისა, რომლებიც ძირითადად ეხება ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის საკითხებს. ფლობს ტრამვატოლოგ-ორთოპედთა საერთაშორისო ორგანიზაციის(AO-International, შვეიცარია) სერტიფიკატს. ორთოპედ-ტრამვატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის ძვლის ყელის ვირუსული დეფორმაციის შორსწასული ფორმების მკურნალობა საკორექციო-დამაგრძელებელი ოსტეოტომიებით", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249

Member of Organizations

  • AOOA საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ტრამვატოლოგ-ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Share: