The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბორჩხაძე

მიხეილ ბორჩხაძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1983  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი(საკომპოზიციო).

პირველადი განათლება მიიღო თბილისის გიმნაზიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ზ. ფალიაშვილი და ა. ყარაშვილი; 1924 წელს შევიდა თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1930 წლიდან იყო თბილისის რუსთაველის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი, 1931 წლიდან დირიჟორი; პარლელურად სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1936-1940წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში; ის იყო პირველი ქართველი დირიჟორი, ვინც მოსკოვის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა; მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების სემდეგ მივლინებულ იქნა ბურიატ-მონღოლეთში, ქ. ულან-უდეს მუსიკალური თეატრის დირიჟორად; 1941-1942წწ. დირიჟორობდა თბილსისი კონსერვატორიის ორკესტრს, პარალელურად 1942-1949წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის სიმფონიურ ორკესტრს, 1943-1952წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს, დებიუტი იყო რიმსკი-კორსაკოვის "მეფის საცოლე"(1940); 1953-1959წწ. იყო თბილისის VII მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1954-1965წწ. თბილისის მუსკომედიის დირიჟორი; 1959-1974წწ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დირიჟორ-მასწავლებელი; 1966-1981წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგის მოადგილე, 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუსიკალური კათედრის გამგე; მის რეპერტუარში იყო, მუსკომედიის ოპერეტები: ნ. გუდიაშვილი "სალხინობელი"(1954, პრემიერა), გ. ცაბაძე "ახალი სიმღერა"(1956, პრემიერა), რ. ლაღიძე "კომბლე'(1957, პრემიერა), შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე"(1958, პრემიერა), მისივე "მხოლოდ შენ ერთს"(1961), ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"(1959, პრემიერა), ა. შავერზაშვილი "აღლუმი"(1959, პრემიერა), ს. ცინცაძე "აბლაბუდა"(1964, პრემიერა); მ. ბალანჩივაძე, ოპერა "დარეჯან ცბიერი"(1959, პრემიერა), ნ. გუდიაშვილი, სიმფონია N1(1944), ნ. გუდიაშვილი, ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოები, კანტატა "კავკასიონი"(1944), რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე". 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: