The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



სტეფანე ძიმისტარიშვილი

სტეფანე ძიმისტარიშვილი
სხვა სახელი:კორტოხა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 1912  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. კვაუთი, სენაკის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვაუთი, სენაკის მაზრა.

დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი; შემდეგ ქუთაისის 1-ლი გიმნაზია; გიმნაზიის კურსის დასრულებისთანავე შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში;  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ხან მარტვილში, ხან სენაკში, უკანასკნელ პერიოდში ქუთაისში; თავგამოდებით იცავდა სკოლებში ქართული ენის სწავლებას, ამის გამო არაერთხელ დასჯილა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით ან სამსახურიდან სრულიად მოხსნით; აქტიური მონაწილე იყო თითქმის ყველა კულტურული საქმიანობისა და წამოწყებისა; იგი ერთ-ერთი დამაარსებელთგანია ქუთაისის სცენის მოყვარულთა იმ წრისა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ქუთისის მუდმივ სცენას; თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საკუთარი ინიციატივითა და ენერგიით შეძლო კულტურულ ცენტრს მოწყვეტილ და დაშორებულ მთელ რიგ სოფლებში დაეარსებინა სამრევლო სკოლები, სადაც ხერხდებოდა ქართული ენის სწავლება; გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ ლიტერატურაშიც როგორც მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, 1866 წელს დაიწყო ლექსების წერა; წერდა ლექსებს, სცენარებს, ფელეტონებს, კორესპონდენციებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/47-dzimistarishvili

ბიბლიოგრაფია

  • საქართველოს ისტორია : სახელმძღვ. შრომის სკოლებისათვის (ავტორი) // ნაწ. 1. - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 98, [1] გვ.
  • ჩიტ-ბეღურა : დასურათებული ხალხური ზღაპარი ლექსად (ავტორი). - თბილისი, გამომცემლობა "ნორჩი საქართველო" N 1, 1919. - 31გვ.
  • თხზულებანი (ავტორი) // წ. 1 : ლექსები, სცენები და სხვადასხვა ნაწერები. - ტფილისი, ექვთიმე ხელაძის სტ., 1904. - 108გვ.

გააზიარე: