Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სტეფანე ძიმისტარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვაუთი, სენაკის მაზრა. დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი; შემდეგ ქუთაისის 1-ლი გიმნაზია; გიმნაზიის კურსის დასრულებისთანავე შევიდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ხან მარტვილში, ხან სენაკში, უკანასკნელ პერიოდში ქუთაისში; თავგამოდებით იცავდა სკოლებში ქართული ენის სწავლებას, ამის გამო არაერთხელ დასჯილა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით ან სამსახურიდან სრულიად მოხსნით; აქტიური მონაწილე იყო თითქმის ყველა კულტურული საქმიანობისა და წამოწყებისა; იგი ერთ-ერთი დამაარსებელთგანია ქუთაისის სცენის მოყვარულთა იმ წრისა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ქუთისის მუდმივ სცენას; თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საკუთარი ინიციატივითა და ენერგიით შეძლო კულტურულ ცენტრს მოწყვეტილ და დაშორებულ მთელ რიგ სოფლებში დაეარსებინა სამრევლო სკოლები, სადაც ხერხდებოდა ქართული ენის სწავლება; გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ ლიტერატურაშიც როგორც მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს, ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, 1866 წელს დაიწყო ლექსების წერა; წერდა ლექსებს, სცენარებს, ფელეტონებს, კორესპონდენციებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |