შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი წულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს და საკუთარი სკოლა დააარსა სოფელ სურებში; 1886 წლიდან გახდა გაზეთ "ივერიის" კორესპონდენტი; ერთ-ერთი პირველთგან იყო, რომელმაც გადაჭრით დააყენა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი; 1894 სექტემბრიდან ქ. ფოთში დააარსა სამრევლო სკოლა; 1917 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ფოთის ქალთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში, განაგრძობდა კორესპონდენტობას იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით ხშირად ათავსებდა წერილებს სახალხო განათლების საკითხებზე ჟურნალ "განათლებაში"; 1917 წელს გადავიდა მშობლიურ სოფელში და განაგრძო მასწავლებლად მუშაობა აკეთის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში, იყო ამ სკოლის გამგე. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/186-tsuladze ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |