The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ზურაბ საბახტარაშვილი

ზურაბ საბახტარაშვილი
ოფიციალური სახელი:მიხეილ საბახტარაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1945  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1972 წლიდან მუშაობდა ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება რეპროდუქტოლოგიის, ენდოკრინილიგიის, გინეკო–ენდოკრინოლოგიის პრობლემებს. წარმართავს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილების სამეცნიერო–პრაქტიკულ მოღვაწეობას. არის ექიმი–რეპროდუქტოლოგი, გინეკო–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რეპროდუქციის კათედრის პროფესორი, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, რეპროდუქციული ენდოკრინილოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზრდის ჰორმონი და იმუნორეაქტიული ინსულინი ჰემერტაციული პერიოდის ჰიპოთელამური სინდრომის დროს", დაიცვა 1977 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პირველადი ჰიპერპროლაქცინემიის კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.244

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–სოციალური აკადემია, წევრი

გააზიარე: