The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი საგანელიძე

Date of birth:19??
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1973წწ. იყო დაღესტნის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკური ორდინატორი; 1973 წელს ბოლნისის რაისაავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1977–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის და უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი უროლოგიის სპეციალობით; 1982–1984წწ. მუშაობდა კიევში უროლოგიის ინსტიტუტის ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებაში; 1985–1997წწ. ბოლნისში რაისაავადმყოფოს ქირურგ–ორდინატორად; 1977 წლიდან ქირურგიული განყოფილების გამგე; 1997 წლიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოცენტი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის. ერთი გამოგონების. 1973 წლის 14 მაისს სსრკში პირველმა ტანკერ "დერბენტზე" შუა ზღვაში (კასპიის ზღვა) გააკეთა კუჭის ოპერაცია. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიზანმიმართული ქირურგიული რეინერვაციის მოქმედება გადანერგილი თირკმლის შარდსაწვეთის ფუნქციაზე(ექსპერტ-კლინიკური გამოკვლევა)", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.145

Member of Organizations

  • თბილისის ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიური საზოგადოება, წევრი

Share: