The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:19 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 2012  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტერბურგი
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სარატოვი.

დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელთან არსებული დახელოვნების კლასი 1947 წელს.

1939-1944წწ. სწავლობდა სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ საბალეტო სტუდიაში; 1944 წელს შეასრულა კლასიკური და სახასიათო რეპერტუარის წამყვანი პარტიები, იყო ბაზილის პარტიის პირველი შემსრულებელი(მინკუსი "დონ კიხოტი"); 1947-1971წწ. იყო ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; პირველი შემსრულებელი: ანდრეი (ბალაკირევის სიმფონიური პოემა "თამარის" მიხედვით), სანდრო (1953, ჩერვინსკის "მშობლიური მინდვრები"); მისი ცეკვა გამოირჩეოდა დიდი ემოციურობით, მაღალი, საშემსრულებლო ტექნიკით; უმთავრესად ასრულებდა გმირულ-რომანტიკულ პარტიებს; 1962 წლიდან იყო ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი; 1964 წლიდან ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტის ქორეოგრაფიული კათედრის გამგე, 1984 წლიდან პროფესორი; განახორციელა დადგმები: პრაღა "ბალეტის საღამოები", "დონ კიხოტი" (1986), ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი" (1999), ცეკვები ტელეფილმ-ოპერაში "ევგენი ონეგინი"(1988, პრაღის ტელევიზია), იყო პედაგოგი  ჰელსინკის თეატრში (1981), ბუდაპეშტის თეატრში (1974, 1985-1986, 1990); ცეკვავდა: ოტელო (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), სოლორი, ბაზილი (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), არმენი, სპარტაკი (ხაჩატურიანი "გაიანე", "სპარტაკი"), უფლისწული, რომეო, მერკუციო (პროკოფიევი "კონკია", "რომეო და ჯულიეტა"), ფრონდოსი(კრეინი "ლაურენსია"), აკტეონი (პუნი "ესმერალდა").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • 1954 - რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი
  • 1951 - სტალინური პრემია

გააზიარე: