შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევა ბრიუნელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა ნიკოლოზ I-ის სახელობის თბილისის ქალთა ინსტიტუტი 1903 წელს. მუსიკალური განათლება მიიღო რომის კონსერვატორიაში, პედაგოგი, პროფესორი საამბატი(კომპოზიცია); კონცერტებს მართავდა პარიზში, ნიცაში, რომში, რუსეთის ქალაქებში(პეტერბურგი, პავლოვსკი, კისლოვოდსკი) და თბილისში, სადაც 1914 წლის ზაფხულში დირიჟორობდა "ახალი კლუბის" სიმფონიურ ორკესტრს, სოლისტი იყო ვანო სარაჯიშვილი; ევა ბრიუნელი იყო პირველი დირიჟორი ქალი რუსეთის იმპერიაში, ის დირიჟორობდა მხოლოდ სიმფონიურ კონცერტებს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 82; words.com.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |