შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულიკო საკანდელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1960–1977წწ. მუშაობდა თბილისის საკავშირო ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1977 წლიდან თბილისის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ავტორია 124 სამეცნიერო ნაშრომის. ხელმძღვანელობს ლაბორატორიის სამეცნიერო შრომებს და პრაქტიკულ მუშაობას. ექიმი მიკრობიოლოგ–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროტეუსის გვარის მიკრობების მიმართ, ანტიბიოტიკებისა და ჰომოგენური ფაგების შედარებითი ეფექტურობის დადგენის საკითხისათვის in vitro -in vivo", დაიცვა 1971 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანთებითი პროცესების კომბინირებული ანტიბაქტერიალური მკურნალობა", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.246 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |