The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო სამხარაძე

სოსო სამხარაძე
ოფიციალური სახელი:იოსებ სამხარაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1978 წელს.

1979 წელს გაიარა ინტერნატურა ბავშვთა ქირურგიის სპეციალობით თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში (ქ. ყაზანი); 1978-1982წწ. თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქ. ლენინგორსკში ბავშვთა საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის რაიონთაშორისო განყოფილების ქირურგი; 1982-1987წწ. თბილისის ბავშვთა მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილების ქირურგი; 1987-1988წწ. თბილისის ბავშვთა მე-6 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1988-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დასწრებული ასპირანტი; 1990-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1995-1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1995-1998წწ. თბილისის ბავშვთა მე-6 კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო რეფორმებისა და ეკონომიკის დარგში; 1997-2011წწ. გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის სასწრაფო გადაუდებელი (ურგენტული) ქირურგიის განყოფილების გამგე; 1998-2011წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი; 2010 წლიდან "უნიმედ კახეთის", შემდგეგ თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი დღემდე; ასპირანტურაში სწავლის მე-3 კურსზე 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში; ასპირანტურაში მომზადებული საკანდიდატო დისერტაციის დაცვისასა, როგორც იშვიათი გამონაკლისი, ნაშრომი შეფასდა სადოქტოროდ და ავტორს მიენიჭა პირდაპირ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება (მოსკოვი, ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტი, 1992); 2002 წელს მას მიენიჭა საქართველოს საატესტაციო კომისიის მიერ პროფესორის სამეცნიერო - პედაგოგიური წოდება. არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიის, მეთოდური რეკომენდაციების (8) და სახელმძღვანელოს, 5 გამარჯვებული გრანტის ავტორი. ბავშვთა ქირურგი.

სადისერტაციო თემა - "თრომბოჰემორაგიული სინდრომი მწვავე პერიტონიტების დროს ბავშვებში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.146

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ექიმთა საზოგადოება, ბავშვთა ქირურგიის სექტორის წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვლი წევრი, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: