The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბუაჩიძე

ოფიციალური სახელი:გრიგოლ კოჯორაშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1929  (95 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

1943 წლიდან იყო ქართლ-კახური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი(ხელმძღვანელი, ლოტბარი მ. თარხნიშვილი); 1946 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი(ხელმძღვანელი, ჯ. ბაგრატიონი); 1950-1954წწ. ცეკვავდა საქართველოს ხალხური ცეკვის დამსახურებულ სახელმწიფო ანსამბლში(ხელმძღვანელები: ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი); ის დიდი ხნის მანძილზე იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი, ასევე საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი, ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის პედაგოგი; დადგმული აქვს: "ხევსურული ფარიკაობა", "ოსური", "ხონგა", "მთიულური".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: