The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვადიმ სააკაძე

Date of birth:12 May, 1931  (92 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957-1961წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი ორდინატორი; 1961-1973წწ. თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესიულ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1973-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის დოცენტი, 1982-1991წწ. პროფესორი, 1991 წლიდან კათედრის გამგე, 1994 წლიდან პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის საფუძვლებს, მათ შორის  რამდენიმე მონოგრაფია: "პროფესიული დაავადებები", სახელმძღვანელო სსი-ს სტუდენტებისათვის, 1973; "თერაპიული ცნობარი"(პროფ. ვ. ალადაშვილის რედაქციით), 1980; "Справочник по профессиональной", 1981; "საოჯახო მედიცინა"(პროფ. ვ. ალადაშვილის რედაქციით), 1984; "Профессиональная бронхиальная астма", 1989. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 10 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უნივერსიტეტის  შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატურალური აბრეშუმის წარმოების მუშათა სასუნთქი ორგანოების პროფესიული ალერგიული დაავადებები", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პროფესიული ბრონქული ასთმის პრობლემების კლინიკურ-ჰიგიენური ასპექტები", დაცვა 1980 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.245; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.194

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • საკოორდინაციო და საპროფესორო საბჭო, სწავლული მდივანი
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოსა და რუსეთის სამედიცინო ჟურნალების სარედაქციო კოლეგია და საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: