The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბუკია

ალექსანდრე ბუკია
Date of birth:17 May, 1906
Date of death:15 November, 1976  (at 70 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს (საკომპოზიციო).

1932 წლიდან იყო საქართველოს რადიოს კომიტეტის მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1972 წლიდან საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მუსიკალური კონსულტანტი; 1948-1973წწ. საქართველოს მუსიკალური ფონდის გამგეობის თავმჯდომარე; მისი თხზულებებია: საბავშვო ოპერა "დაუპატიჟებელი სტუმრები" (1949, პრემიერა II რედაქცია), ახალი რედაქციით "ყვავილთა სამყაროში" (1969, თბილისი, ლიბრეტო ლ. ესაკია, დ. გაჩეჩილაძე, ქორეოგრაფი ვ. ჭაბუკიანი), ჰეროიკულ–დრამატული ოპერა "არსენა" (1958, პრემიერა, ლიბრეტო დ. გაჩეჩილაძე, ს. ზაქარიაძე), საბავშვო ოპერა–ზღაპარი "სამი მჭედელი" (1967, საკონცერტო შესრულება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1970, 3 მოქმედაბა საკუთარ ლიბრეტოზე), სიმფონია B–dur (1947), საორკესტრო სიუიტა "საბავშვო", რომანსები: "მძინარე ქალი", "გახსოვს ტურფავ" (ტექსტი ი. ჭავჭავაძე), "ყაყაჩოები იშლებიან", "ვარდისფერი ატმები" (ტექსტი გ. ტაბიძე), ვოკალური ციკლი "დაჭრილი მეომრის სიმღერა" (1948, დ. გაჩეჩილაძე), საესტრადო სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა (1975, "მოლანდება", რეჟისორი შ. მარტაშვილი) და ანიმაციური ფილმებისთვის (20–ზე მეტი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 83; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.490

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: