შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი სარალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კლინიკური ორდინატორი, 1954-1958წწ. ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი, 1958-1961წწ. ამავე კათედრის ლაბორანტი, 1961-1964წწ. ასისტენტი, 1964-1972წწ. დოცენტი, 1980 წლიდან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის კარდიოლოგიური კაბინეტის გამგე; 1995 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ "ვიტას" საფაკულტეტო თერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შინაგანი მედიცინის აქტუალურ საკითხებს, შაქრიანი დიაბეტის რეზისტენტული ფორმების მკურნალობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "სისხლის შრატის ცილების ცვლილებათა დინამიკა თირეოტოქსიკოზის დროს რადიოაქტიური იოდით და ქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით"(თბილისი, 1964). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შრატის ცილების ცვლილებათა დინამიკა თირეოტოქსიკოზის დროს რადიოაქტიური იოდით და ქირურგიულ მკურნალობასთან დაკავშირებით", 1961 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.247; m.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |