The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1987  (34 წლის)
კატეგორია:არტისტი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2004 წელს(საფორტეპიანო).

სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(პედაგოგი ე. ქირია); იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში(პედაგოგი ო. მაიზენბერგი); 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში; მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი–ჰოლინ(ნიუ–იორკი), შანზ–ელიზეს თეატრი(პარიზი), ლუვრის აუდიტორიუმი, მუსიკის ნორმალური სკოლა(École normale de musique de Paris), გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი "Musikverein", მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი; ის არის მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე; აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად; თანამშრომლობს: მ. არგერიხი, გ. კრემერი, ნ. ფრიერი, პ. დომინგო, მ. მაისკი; გასტროლებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთი, ისრაელი, ევროპა, აშშ; ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, პარიზში; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 83

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2008 - ა. რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი(ისრაელი, თელ–ავივი), III პრემია, სპეციალური პრიზი შოპენის IV ბალადის საუკეთესო შესრულებისათვის, პრიზი მსმენელის სიმპათია
  • 2005 - თბილისის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი, II პრემია და ჯილდო "არტისტიზმისათვის"
  • 2003 - ვ. ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი(კიევი), სპეციალური პრიზი

გააზიარე: