The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენია სეფისკვერაძე

დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1923  (100 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უბისა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1961წწ. მედიცინის ისტორიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1951-1972წწ. კომუნალური ჰიგიენის კათედრის ასისტენტი; 1972-1997წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1960-1962წწ. შეთავსებით მუშაობდა პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენისა და ფიზიკური აღზრდის განყოფილების გამგედ. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომისა მედიცინის ისტორიის, კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს: "მასალები სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საკითხისათვის საქართველოში XX საუკუნეში"(თბილისი, 1957). ექიმი-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საკითხისათვის საქართველოში XX საუკუნეში", დაიცვა 1958 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.250

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საზოგადოება "ცოდნა" , წევრი
  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით"
  • 1975 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: