The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ დონდუა

ვარლამ დონდუა
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1895
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1969  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1927 წელს.

1929 წლიდან კითხულობდა კავკასიის ხალხთა ისტორიას, ქართული ლიტერატურული ენისა და ქართული პალეოგრაფიის კურსს ლენინგრადის უნივერსიტეტში; 1934-1942წწ. მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ხოლო 1934-1936წწ. ენისა და აზროვნების ინსტიტუტში; 1942 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1954-1969წწ. ხელმძღვანელობდა წყაროთმცოდნეობის განყოფილებას; 1929-1942წწ. და 1946-1950წწ. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, ხოლო 1942-1954წწ. თბილისის უნივერსიტეტებსა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; მეცნიერის განსაკუთრებული საქმიანობის სფეროა XVIII საუკუნის საქართველოს ისტორია და ამ ეპოქის შესწავლას მიეძღვნა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრმოები, ამასთანავე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისეთი სპეციალური საისტორიო დისციპლინების განვითარებაში, როგორიცაა წყაროთმცოდნეობა, ეპიგრაფიკა, ტექსტოლოგია, არქეოლოგია, პალეოგრაფია; რუსულად თარგმნა ზოგიერთი ქართული ისტორიის წყარო (იაკობ ხუცესის "წამება შუშანიკისი", თამარის მეორე ისტორიკოსის "ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი", რკონის "დაწერილი"); მისი მდიდარი ბიბლიოთეკა დაცულია ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც შეიქმნა მისი სახელობის კაბინეტი სამკითხველო დარბაზითურთ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1963).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.482

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: