The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ პაპიაშვილი

იაკობ პაპიაშვილი
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1942  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მთარგმნელი, მკვლევარი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1966 წელს.

1958-1966წწ. თამაშობდა თბილისის "პოლიტექნიკის" რაგბისტთა გუნდში; სხვადასხვა წლებში მუშობდა ქ. ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; კომბინატ "საქნახშირის" საპროექტო განყოფილების უფროსად; სსრკ მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროს ინჟინრად; დასავლეთ საქართველოში არის რაგბის პიონერი; 1967 წელს ტრესტის ბაზაზე შექმნა რაგბისტთა პირველი გუნდი - ქუთაისის "მშენებელი", რომელიც რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი; 1967-1969 წლებში იყო "იუჟსტალკონსტრუქციის" სამმართველოს ჯერ ოსტატი, შემდეგ უბნის უფროსი. ამ პერიოდში დაამონტაჟა ქუთაისში პირველი მაღლივი, 16 სართულიანი შენობის კარკასი (ჩონჩხი) რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით, დღევანდელი პარლამენტის წინ (იხ. გაზ. "ქუთაისი", ოთარ ბერეჩიკიძის ფოტო და სტატია). 1990-1996წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს - "ქართულ-ებრაული ურთიერთობები"; 1972 წლიდან იყო გაზეთ "ქუთაისის" და "სოფლის ცხოვრების" შტატგარეშე კორესპონდენტი. ამავე წლიდან ეწევა პროფესიონალურ ლიტერატურულ და მეცნიერულ კვლევით მუშობას; მისი მეცნიერული ნაშრომი "ჰურიათა ქართველთა" კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში; არის პირველი მკვლევარი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაასაბუთა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოშობა ძვ.წ. მე-14 საუკუნეში; 1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები ("ქართული ლეგენდა" და "ხანისწყალთან"), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში "ალია საქართველოდან". მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: "განთიადი", "ცისკარი", "ლიტერატურული საქართველო", "ნობათი", "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა"; ატვირთულია მართლმადიდებლური ფორუმის ინტერნეტ საიტზე. ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში.

ბლოგი "იაკობ პაპიაშვილის შემოქმედება" https://iakobblog.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისრაელის ACUM-ი, წევრი (1997-)
  • ისრაელის მწერალთა კავშირი, წევრი (1997-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1993-)
  • სსრკ კომუნისტური პარტია, წევრი (1968-1991)
  • ქართულ-ებრაული ასოციაცია, წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • 1997 - ისრაელის პრეზიდენტის(ყეზერ ვაიტმანი) AMOC -ზალმან შაზარის სახელობის ფულადი ჯილდო-პრემია მეცნიერთათვის და მწერალთათვის
  • 1972 - ქ. ქუთაისის ლიტერატურული კონკურსი, გამარჯვებული
  • ისრაელის აბსორბციის სამინისტროს ფულადი ჯილდო-პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: