შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან სერებრიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1970წწ. იყო რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ექიმი; 1970-1973წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1978წწ. კანისა და ვენერიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1978-1988წწ. რესპუბლიკური სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის განყოფილების გამგე; 1988-1995წწ. სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი, 1995 წლიდან ჯანდაცვის მართვის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის არის 2 მონოგრაფია: "სამედიცინო ტექსტების მანქანური თარგმნა"("საქართველო", 1992), "ინფორმატიკისა და მანქანური თარგმნის პრობლემები"(ხარკოვის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1993). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკავშირო ჩემპიონატების პრიზიორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმინალური მდგომარეობის დროს შიდა ვენური და შიდა არტერიული სისხლის გადასხმის საკითხები", დაიცვა 1973 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამეცნიერო-საინფორმაციო რესურსების სისტემური გამოყენება მედიცინის მეცნიერების მართვაში რეგიონალურ დონეზე", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.250 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |