The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე ჯავახია

კირილე ჯავახია
სხვა სახელი:წუთისოფლელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1871
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1945  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურძემი, სენაკის მაზრა.

დაამთვრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა მასწავლებლად დაწყებით სკოლებში; ახალი სკოლების დაარსების ინიციატორია სოფლებში; მოახერხა გლეხობის დარაზმვა და მათი აქტიური ჩაბმა სკოლებისა თუ სხვა კულტურული დაწესებულებების მშენებლობაში; სხვადასხვა დროს იგი მასწავლებლობდა ახალსენაკის მაზრის სხვადასხვა სოფელში(სორტა, კოტიანეთი, ძველი სენაკი, კურძემი, ახალსენაკი და ა.შ.) და ყველგან ნოყოფიერი შრომისა და საზოგადო მოღვაწეობის შესამჩნევი კვალი დატოვა; იმდროინდელ პერიოდული გამოცემებში აქტიურად ბეჭდავდა მოთხრობებს, ნოველებს, სტატიებსა და კორესპონდენციებს; საბოლოოდ ქ. ახალსენაკში დასახლდა, სადაც განაგრძობდა სწავლა-აღზრდისა და მწერლობის სამსახურს. მის გამოქვეყნებულ თზულებათაგან აღსანიშნავია: ისტორიული მოთხრობა "მოჯალაბე", "კონსტანტინე დადეშქელიანი", "სააღდგომო კაბა", "დატანჯული მნათობი", აგრეთვე ნოველები, ესკიზები, ნობათები და სხვ.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/85-javakhia

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)

გააზიარე: