Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხაილ ბუხბინდერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს (საფორტეპიანო), ლენინგრადის კონსერვატორია 1937 წელს (სადირიჟორო). 1937–1946წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1946–1950წწ. ქ. ულან–უდეს (ბურიატია) ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1950-1967წწ. ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1957-1967წწ. იყო ნოვოსიბირსკის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი (1963); 1967-1970წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; დირიჟორობდა (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში): როსინი "სევილიელი დალაქი", პუჩინი "ტოსკა", ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ტრუბადური", ლეონკავალო "ჯამბაზები", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე", ერკელის ოპერა "ბანკ-ბან" (ნოვოსიბირსკი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 85 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |