The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე სესიაშვილი

დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კრასნოდარის წითელი არმიის სახელობის ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1954წწ. იყო მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ივანოვსკის სახელობის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1954-1957წწ. მოსკოვის მეჩნიკოვის სახელობის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957 წლიდან თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1975 წლიდან კი ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გრიპისა და პოლიომიელიტის იმუნოლოგიურ სტრუქტურას, რესპირაციულ დაავადებებს, ეთიოლოგიას, ინტერფერონს, არაბაქტერიულ ურეთრიტებს, მუცლის ტიფის პრობლემებს, ქიმიური პრეპარატების ანტივირუსულ მოქმედებას. ხელმძღვანელობდა სადიპლომო ნაშრომებისა და სადისერტაციო თემების იმ ნაწილს, რომლებშიც ვირუსოლოგიის საკითხებია შესწავლილი. მკურნალი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "1957-1973 წლებში საქართველოში გრიპის ლაბორატორიული შესწავლა".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.251


გააზიარე: