შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ სეხნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1968წწ. იყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ენტომოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1968-1971წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971-1998წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სინანთროპული ბუზების გავრცელებას, ძირითადი სახეობების ბიოლოგიის შესწავლასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. ბიოლოგ-ზოოლოგი, მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სინანთროპული ბუზების ფაუნა, ბიოლოგია, ეკოლოგია და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები აღმოსავლეთ საქართველოში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |