შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოდო სიგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა კაზანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1972-1974წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის N1 მეანობა-გინეკოლოგიური კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1986წწ. აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკური ორდინატურის ხელმძღვანელი მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური გამოკვლევის მნიშვნელობა ორსულთა პიელო ნეფრიტების დროს", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |