The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ სიგუა

რევაზ სიგუა
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2014  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი, რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორი; 1963 წლიდან არის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზურგის ტვინის გარსების ქრონიკული ანთებითი დაავადებანი", დაიცვა 1965 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკური ნევროლოგია", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.252; კომპანია "ავერსი": aversi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: