The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი სიმონიშვილი

დაბადების თარიღი:13 მარტი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1984-1987წწ. რუსთავის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი; 1987 წლიდან მუშაობს პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა კარდიოლოგიურ პრობლემებს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროტენზინისა და ტინიფსინის მნიშვნელობა სტანდარტული ადაპტაციურ სიტუაციაში ჯანმრთელი და ქრონიკული ტონზილიტით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.253


გააზიარე: