შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1969წწ. გაიარა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ორდინატურა; 1969-1973წწ. სწავლობდა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობს ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შტეინ ლევენტალის და გირსუტიზმის იდიოპატიური ფორმების დიფერენციალური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.253
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |