The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაბისკირია

სხვა სახელი:გაბო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1976  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, მომღერალი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარბინი, ჩინეთი.

უკრავდა შანხაიში, ნიკ კორინის ორკესტრში; XX საუკუნის 50-იან წლებში ჩამოვიდა სსრკ-ში და დასახლდა მინსკში, სადაც დააარსა ჯაზ-ორკესტრი; 1955 წელს ჩამოვიდა თბილისში და საქართველიოს ფილარმონიასთან დააარსა საესტრადო ორკესტრი, სადაც მიიწვია ახალგაზრდა მომღერლები: გ. ჩოხელი, ე. ჭელიძე, ზ. რცხილაძე, ვ. მაისურაძე, აგრეთვე ვოკალური კვარტეტი: ს. კოროშინაძე, ზ. ხელაია, ა. ცირეკიძე, ზ. გემაზაშვილი; 1956 წელს პირველი კონცერტი გაიმართა "გოფილეტის ბაღში"; 1958 წლიდან კოლექტივს ჰყავდა ორი ხელმძღვანელი, გ. გაბისკირია და გ. ცაბაძე; მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციასა და პროპაგანდაში, რაც იმხანად გაბედული ნაბიჯი იყო; ის იყო ჯაზის მუსიკოსი, ჰავაის გიტარის შემსრულებელი, მესაყვირე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 86



გააზიარე: